1-ლი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინაში, კიევში, 1-ლი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კიევში, შევჩენკოვის რაიონში საწყობის ნანგრევებიდან უკვე 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

მსგავსი თემები