თურქეთის პოლიციამ ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა. სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში.

ერთი დღით ადრე თურქეთმა განაცხადა, რომ ჩაშალა ისლამური სახელმწიფოს ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმის გეგმები. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში.

მსგავსი თემები