კიევში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

კიევში, 29 დეკემბერს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, იერიშის შედეგად მხოლოდ კიევში დაშავდა 32 ადამიანი.17 მათგანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

მსგავსი თემები