,,ომი მრავალი თვე გაგრძელდება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, “ჰამასის” წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, ისრაელის ძალებმა ომში “8000-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს”. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები