ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სამართალდამცველებმა კაცი 5 ნოემბერს დააკავეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

 

მსგავსი თემები