რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების კონფისკაციას შესაბამისად უპასუხებს – პესკოვი

რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების კონფისკაციას შესაბამისად უპასუხებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და ევროპა მუდმივად მუშაობენ რუსული აქტივების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით.

,,ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სასამართლო და იურიდიულ ხარჯებს მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი გადაწყვეტილებებით ისარგებლებს. ეს იქნება ისეთი ზომები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეეფერება ჩვენს ინტერესებს,- განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები