რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან. მისი თქმით, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ.

„ზოგიერთი დასავლური აგრესიული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენ სამხედრო ბლოკს არ ვქმნით. რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები არის სტრატეგიული ურთიერთქმედების მაგალითი, რაც ნდობასა და პატივისცემაზე არის დაფუძნებული“, – განაცხადა შოიგუმ.

 

მსგავსი თემები