,,ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი” – აშშ-ის ელჩის მიმართვა

,,ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი”, – ასე მიმართავს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

,,დიდი მადლობა, საქართველო. შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მილოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე და თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა. გილოცავთ! მინდა მივულოცო ევროკავშირს იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს. ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გამჟღავნდეს ქართველი ხალხის სრული ევროკავშირის მომავალი წევრობის პოტენციალი.

კიდევ ორი რამის თქმა მინდა, ქალბატონმა პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავიანთი სახელმწიფოსთვის. დღეს ვეტერანთა დღეა შეერთებულ შტატებში, დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენს ჯარისკაცებს და ქართველმა ჯარისკაცებმა აშშ-ის მისიებში მსხვერპლი გაიღეს და საქართველოს მადლობას ამისთვისაც ვუხდით. პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა გაზიარებულ ისტორიასა და ფასეულობებზე. და ჩვენ ასევე გაზიარებულ მომავალზე ვლაპარაკობთ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი”, – ამბობს რობინ დანიგენი.

მსგავსი თემები