საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის აღსანიშნავად, მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან იკრიბებიან.
მათ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. შეკრება გუშინ, 7 ნოემბერს, სწორედ ზურაბიშვილმა დააანონსა. ღონისძიებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩია მიწვეული.