,,ევროკავშირის კარი ღიაა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

,,ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”,- წერს ბორელი.

მსგავსი თემები