დღეს არის საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და წინ გადადგმული ნაბიჯი – ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღეს არის საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და წინ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  ჯერ კიდევ რჩება საკითხები რომლებიც შესასრულებელია.

„პირველ რიგში ეს არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის. როგორც წესი, როდესაც ჩვენ რეკომანდაციას გავცემთ კანდიდატის სტატუსზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რჩება საკითხები რომლებიც შესასრულებელია, დავალება, რომლიც შესასრულებელია. ეს დეტალურადაა ახსნილი მოხსენებაში და რეკომენდაციებში, მაგრამ ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია საქართველოსთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები