რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ნახეს ახალი დინამიკა ევროკავშირში ჩართულობის გასულ თვეებში და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.
,, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. საქართველოში ჩვენ ვნახეთ პოზიტიური ახალი დინამიკა ევროკავშირში ჩართულობის გასულ თვეებში და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება ნაბიჯები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მისაღწევად, საპარლამენტო ზედამხვედელობის გაუმჯობესების, პოლიტიკური პოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.