დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის გაზაფხულზე გამორიცხავს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის.

,,ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში მსუბუქად და მხიარულად გადატანა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები