,,ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე”- რობერტა მეცოლა

,,ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით წერს.

,,მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე არიან. ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი პირობები დაკმაყოფილდება,”- წერს რობერტა მეცოლა.

მსგავსი თემები