ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს – ”პოლიტიკო”

კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ  უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს.

მსგავსი თემები