შანხაის 632 მეტრიანი ცათამბჯენი (ვიდეო)

შანხაის კოშკი  632 მეტრ სიმაღლისაა და ის მთელ ჩინეთში მეორე ყველაზე მაღალი შენობაა. კოშკი127 სართულისგან შედგება და გაშლილია 578 000 კვადრატზე. პირველი სართულიდან ბოლო სართულამდე ასვლას კი სულ რაღაც 55 წამი სჭირდება. კოშკი  შანხაის მუნიციპალურ მთავრობას ეკუთვნის. ის 9 სხვადასხვა ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საოფისე, საცალო ვაჭრობასა და დასასვენებელ სექციებს. კოშკის ბოლო სართულიდან კი მთელი შანხაი ხელის გულზე ჩანს და ულამაზესი კადრები იშლება. კოშკი ამერიკულმა არქიტექტურულმა ფირმამ Gensler-მა დააპროექტა, არქიტექტორი კი ჩინელი ჯუნ სია იყო შანხაიდან. კოშკს აქვს ერთმანეთზე დაწყობილი ცხრა ცილინდრული შენობის ფორმა. ყოველი სართული კი შემოსაზღვრულია შუშის ფასადის…

მეტი...

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას 9 დათქმით გაუწევს – რადიო თავისუფლება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 9 მნიშვნელოვანი დათქმით გაუწევს რეკომენდაციას. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბრიუსელში “რადიო თავისუფლების” წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა – განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში; ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება – და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატება ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; სასამართლო რეფორმა; კორუფციასთან ბრძოლა; დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო…

მეტი...

კადიროვის 15 წლის შვილი კიდევ ერთი ორდენით დააჯილდოვეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილს, ადამ კადიროვს ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ჯილდო – „ორდენი რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის გადაეცა. კადიროვის განცხადებით, მის შვილს ორდენი ეროვნებათშორისი და კონფესიებს შორის მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. მანამდე კი, კადიროვის ს15 წლის შვილს თათრეთის ორდენი „დისლიკი“ და „ორდენი ყარაჩაი-ჩერქეზეთის წინაშე შეტანილი წვლილისთვის“ გადაეცა.  

მეტი...

ოთარ შამუგია შანხაიში ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი და ცხოველური პროდუქტების იმპორტ- ექსპორტის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ.შანხაიში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სურსათის, ადგილობრივი და ცხოველური პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ცაო დეჟონგს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს. ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია; 2013 წლიდან ხორციელდება მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანია, საქართველო სისტემატურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში, რამაც ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია. „საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული და საიმედო პარტნიორია, ვიმედოვნებთ, რომ…

მეტი...

პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი დაბლოკეს

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, სერგეი დერკაჩის ინფორმაციით, პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი სრულად დაბლოკეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰუმანიტარულ ტვირთს და სამგზავრო ტრანსპორტს დაბრკოლების გარეშე ატარებენ. საუბარია სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „იაგოდინოსა“ და „რავაზე“, სადაც სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილია. აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, უკრაინელ გადამზიდავებს სპეციალური ნებართვა დაუწესონ ევროკავშირში სამუშაოდ. აღნიშნული სისტემა ომამდე მოქმედებდა, თუმცა 2022 წლის თებერვალში ევროკავშირმა უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად ნებართვები დროებით გააუქმა.  

მეტი...

აშშ-ის სენატმა დაბლოკა ისრაელის დახმარების შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს რესპუბლიკელების მცდელობა, სწრაფად დამტკიცებულიყო ისრაელისთვის გადაუდებელი დახმარების შესახებ კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას. დემოკრატებმა გააპროტესტეს და ხაზი გაუსვეს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობას, რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ მარშალის განცხადებით, დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სენატმა არცერთი დღით არ უნდა გადადოს დახმარების მიწოდება ისრაელისთვის.  

მეტი...

პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაპირდა. ბრალდებული წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას – 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც…

მეტი...

,,ვიღაც რომ ავიდეს და დაიჭირონ იმათმა, მიჰყავთ ეგრევე”- თამაზ გინტურის ბოლო ინტერვიუ

6 ნოემბერს კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. თამაზ გინტური,  25 ოქტომბერს მთავარ არხთან მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ არ აძლევენ ოკუპანტები მოქალაქეებს ლომისას ტაძარში ასვლის შესაძლებლობას. “აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ. ვიღაც რომ ავიდეს და დაიჭირონ იმათმა, მიჰყავთ ეგრევე”, – ამბობს თამაზ გინტური ინტერვიუში.

მეტი...

ჩინელი ჟურნალისტი საქართველოს შესახებ

ჟოუ იაქი CGTN-ის ჟურნალისტია. საქართველოს შესახებ ბევრი იცის, დამატებითი ინფორმაცია ჩემგანაც მიიღო. მართალია, საქართველოში ჯერ არ ყოფილა, თუმცა ჩამოსვლას გეგმავს და ასევე გეგმავს „ხაჭაპურისა“ და ხინკლის“ დაგემოვნებას. რა თქმა უნდა, იცის ქართული ღვინოს შესახებ და ისიც, რომ საქართველო ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ასევე ამბობს, რომ საქართველო „სარტყელი და გზის“ ერთ-ერთ მონაწილეა და ეს ინიციატივა ყველასთვს სარგებლის მომტანი იქნება.  

მეტი...

ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები “ქალაქ ღაზის შუაგულში” იმყოფებიან. მისი თქმით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯარებმა ალყა შემოარტყეს და მოქმედებენ ქალაქში. ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა “გთხოვთ, წახვიდეთ სამხრეთით”. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ღაზაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვი. ისრაელში 1 400 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

მეტი...

8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას ევროპულ მომავალზე – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველთა ევროპული გზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მცველისა და გამგრძელებლის, ილია მართლის დაბადების დღეს ჩვენი სამშობლო ღირსეულ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  შემთხვევითი არაა, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას თავის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. „1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თანამედროვე საქართველოს განმსაზღვრელი და სულის ჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას თავის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველთა ევროპული გზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მცველისა და გამგრძელებლის, ილია მართლის დაბადების დღეს ჩვენი…

მეტი...

ნატო გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები – კოლომინა

ნატო გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე წერს. ,,ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საქართველოში, კირბალთან ახლოს და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან,”- წერს კოლომინა.

მეტი...

ბაიდენის განცხადებით, ნეთანიაჰუს ღაზაში ბრძოლების შეჩერების შესახებ სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას სთხოვს. ბაიდენის განცხადებით, მან ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ბრძოლების შეჩერების შესახებ სთხოვა. ,,დღეს არ მომეცა მასთან საუბრის საშუალება. მე მას ვთხოვე პაუზა წარსულში – გუშინ”, – თქვა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, შესთავაზა თუ არა  ნეთანიაჰუს სამდღიანი პაუზა, თუმცა ბაიდენმა„პაუზის“ ხანგძლივობათან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა.  

მეტი...

ვგმობთ კირბალთან მკვლელობას, ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

ჩვენ ვგმობთ კირბალთან მომხდარ მკვლელობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. „მე უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს“, – განაცხადა პატელმა.  

მეტი...