ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას – The Guardian

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ეტაპზე გადავა.

მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ნიკოლა პოპესკუმ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი მისი ქვეყნისთვის ისტორიული ეტაპი იქნება.

,,ეს იქნება ნამდვილად ისტორიული მიღწევა და ნამდვილად ისტორიული შანსი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოლდოვა გაიმყარებს ადგილს ევროკავშირში”, – განაცხადა პოპესკუმ.

1200 გვერდიანი მოხსენება დღეს გამოქვეყნდება და მისი რეკომენდაციები ევროკავშირის ლიდერებს დეკემბერში საბოლოო ხელმოწერისთვის გაეგზავნებათ.

მსგავსი თემები