შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.