დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს – ”სიენენის” კვლევა

„სიენენის“ კვლევის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს. გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი 49%-ს, ბაიდენის კი 45%-ს შეადგენს.

კვლევაში მონაწილეთა 28% მიიჩნევს, რომ აშშ-ში საქმე კარგად მიდის.

კითხვაზე, აქვს თუ არა ჯო ბაიდენს გამძლეობა და საზრიანობა, პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს, დადებითი პასუხი 25-მა პროცენტმა გასცა.

კვლევის მიხედვით, 35 წლამდე ამომრჩევლებს შორის 48% მხარს უჭერს დონალდ ტრამპს , ხოლო 47% ჯო ბაიდენს.

 

მსგავსი თემები