ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს

ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს. გაფრთხილებას ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს.

მათი ცნობით, სამხედოები ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან” ომის “შემდეგ ეტაპზე” გადადიან და “ოპერაციებს აფართოებენ”.

“ჩრდილოეთ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ღაზის სამხრეთით უნდა გადავიდეს. შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები”, – ამბობს IDF-ის სპიკერი.

მისივე თქმით, ორშაბათს “ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გაფართოვდება”.

მსგავსი თემები