ღაზის სექტორის მცხოვრებლები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს საწყობებში შეიჭრნენ

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრები დაარბიეს და იქ შენახული პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები დაიღეს.

,,ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამი კვირის ომისა და ღაზას მჭიდრო ბლოკადის შემდეგ, სოციალური წესრიგი იწყებს ნგრევას”, – თქვა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზას სექტორში.

მსგავსი თემები