ისრაელში ქართველი ებრაელი 9 წლის ბავშვი დაიღუპა

ისრაელში ქართველი ებრაელი, 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი აშდოდის დაბომბვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. მოზარდი მას შემდეგ დაიღუპა, რაც “ჰამასის” თავდასხმის დროს საჰაერო განგაში ჩაირთო.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში “ჰამასის” თავდასმას ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი ემსხვერპლა. ოჯახი გოლდბერგს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” დაესხა თავს. თამარ გოლდბერგს კვირას დაკრძალავენ.

მსგავსი თემები