ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 299 080 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 29 ოქტომბრამდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 660 სამხედრო, 8 ტანკი და 9 ჯავშანტექნიკა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 299 080;
ტანკი – 5 175;
ჯავშანტექნიკა – 9 758;
საარტილერიო სისტემა – 7 188;
სარაკეტო სისტემა – 834;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 558;
თვითმფრინავები – 320;
ვერტმფრენი – 324;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 399;
საკრუიზო რაკეტები – 1 544;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 532;
გემი/ნავი/კატარღა – 20;
წყალქვეშა ნავი – 1;
​სპეციალური აღჭურვილობა – 1 012.

მსგავსი თემები