ხელვაჩაურში ავარიას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ეწ. მახოს ხიდთან მოხდა, მანქანა ხიდიდან გადავარდა. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები