,,მალტის სამიტზე უკრაინის მშვიდობის ფორმულის ათიდან ხუთ პუნქტზე მიმდინარეობს მუშაობა” – ზელენსკი

,,მალტის სამიტზე უკრაინის მშვიდობის ფორმულის ათიდან ხუთ პუნქტზე მიმდინარეობს მუშაობა”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პუნქტებია „რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“.

,,ფორმულის თითოეული პუნქტისთვის შეიქმნა სახელმწიფოთა ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებულია მათ განხორციელებაზე. გლობალური უმრავლესობა თანდათან ერთიანდება მშვიდობის ფორმულაში ასახული საერთო და სამართლიანი ხედვის ირგვლივ. მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები