პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

ჰუანგოშუს ჩანჩქერი ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, მდინარე ბაიჰიზე მდებარეობს. ეს ჩანჩქერი ერთ-ერთი უდიდესია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ აღმოსავლეთ აზიაშიც. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრია.

ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას” უწოდებენ.

ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით. ნაკრძალს უამრავი ტურისტი სტუმრობს დღეც და ღამეც.

ღამის ჩამჩქერს კი შემდეგ რეპორტაჟში შემოგთავაზებთ.

ეკა გულუა გუიჯოუს პროვინციდან.

მსგავსი თემები