უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლობჟანიძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლობჟანიძე კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი დაჯგუფება “თბილისის” წევრი იყო.

ოკუპანტებთან შეტაკების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით აბულაძე, რომლის სიცოცხლესაც ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირული 51-ე ქართველი მებრძოლია.

მსგავსი თემები