ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქის საავადმყოფოს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მათი სპიკერის თქმით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალმა ისრაელის ხელისუფლებისგან ევაკუაციის მოთხოვნით დღეს ორი ზარი მიიღო.
სატელეფონო ზარებში საუბარი იყო “ნათელ და პირდაპირ საფრთხეზე, რომ საავადმყოფოს ევაკუაცია დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობაში მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ.
არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ამჟამად 12 000 ადამიანი აფარებს თავს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ძირითადად ბოლო საჰაერო თავდასხმების დროს დაშავებული ბავშვები იმყოფებიან. მათი უმეტესობა შეერთებულია ჟანგბადის აპარატზე.