,,არგუმენტები არასაკმარისია… მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას” – არჩილ თალაკვაძე

,,ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე არგუმენტები არასაკმარისია, ამიტომ მმართველი პარტია უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს.

,,არავის ჰქონია პრობლემა საკუთარი პროტესტის გამოხატვაზე, მაგრამ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს.

რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არაა საფუძველი იმისთვის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე, ამიტომ განვიხილავთ და მივიღებთ უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები