,,შევცდი… არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი” – ნეთანიაჰუ

პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს.

,,შევცდი. ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ვთქვი, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი”, – დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს სრულად უჭერს მხარს.

,,ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და ჩვენი სახლისთვის იბრძვიან”, – დაწერა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები