ლატვია უკრაინის პოლიციას 12 დრონს გადასცემს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური უკრაინის სახელმწიფო პოლიციას 12 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს.

ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიკარდს კოზლოვსკიმ ლიეტუვაში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას მინისტრებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს ომის პირობებში უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების გამოცდილებაზე.

მსგავსი თემები