კაილი არის ქალაქის საგრაფო. ეს არის მაიოს მოსახლეობის პირველი ავტონომიური რეგიონი გუიჯოუს პროვინციაში. ეს არის მაიოს კულტურის ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 120-ზე მეტ ფესტივალს.
აქ ყოველ წელს ტარდება მიაოს დრაკონის ნავის ფესტივალი, რომელიც ულამაზესი სანახავია. დრაკონის ნავებით, ტრადიციულ სამოსში მორთულები გადიან წყალში, იმართება შეჯიბრები და სხვადასხვა სანახაობა.
მიაო ცნობილია ხელოვნებითა და ხელოსნობით, მათ შორის სამკაულებით, ნაქარგებით, ბატიკით და ქაღალდის ჭრით.
მათ აქვთ საქმაოდ დიდი ისტორია და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.
ეს არის მთიანი, კლდიანი და მწვანე ზონა. აქ არის უნიკალური დრაკონის ნავები, დახვეწილი ნაქარგები და ვერცხლის სამკაულები. ეს ყველაფერი ახასიათებს მიაოს ხალხის ხანგრძლივ და ძლიერ ეროვნულ კულტურას.
ტაიჯიანგის ოლქის 14 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 11 მდებარეობს ქალაქ შიდონში. აქ არის 10-ზე მეტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი, მათ შორის არის მიაოს ვერცხლის სამკაულები, მიაოს ნაქარგები და მიაოს ტრადიციული სიმღერები.
1994 წელს გუიჯოუს პროვინციულმა კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა შიდონგი დაასახელა “ქაღალდის მხატვრული ჭრის, ნაქარგებისა და ვერცხლის სამკაულების სამშობლოდ”.
ეკა გულუა ჩინეთიდან