ფლორიდაში სროლის დროს დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

სროლა იყო ცოტა ხნის წინ ფლორიდაში, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოქალაქეები ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ – დაპირისპირება კი ორ ჯგუფს შორის დაიწყო.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ეჭვმიტანილი პირი კი პოლიციას თავად ჩაბარდა. მედიის ცნობით, ეძებენ სულ მცირე კიდევ ერთ პირს. გამომძიებლები თვლიან, რომ მომხდარში მინიმუმ ორი მსროლელი მონაწილეობდა.

პოლიცია არ აკონკრეტებს, რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. პოლიცია ორ ჯგუფს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზებს ამ დრომდე იძიებს.

„ეს იყო არეულობა ან ჩხუბი ორ ჯგუფს შორის. და ამ ბრძოლაში ასობით უდანაშაულო ადამიანი მონაწილეობდა… ისინი გზაზე დგებოდნენ“, – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები