,,სამართლიანია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება, ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში” – ორბანი

,,ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში”,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში. მე მახსოვს, რომ ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს. ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი,”- განაცხადა ორბანმა.

 

მსგავსი თემები