„ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი, დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით“- თამარ გოლდბერგის და

„ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი. დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით,“ – ამის შესახებ ისრაელში დაკარგულმა თამარ გოლდბერგის დამ, მარი გოლდბერგმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ისრაელში, ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს, რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც „ჰამასმა“ მიიტანა იერიში, ამ დრომდე ეძებენ.

,,ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია თამიზე – ლოკაციით ვიცით, სად არის მისი ტელეფონი. ის იყო სამ მეგობართან ერთად, იგივე ლოკაციაშია ეს ტელეფონიც და დღეს წავიდნენ საძებრად ძაღლებით და ტანკებით,” – აცხადებს გოლდბერგი.

 

მსგავსი თემები