„დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო…მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში”- პროკურორი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. პროკურორის განცხადებით, მოკლულის დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია. „დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო… მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში. დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი,…

მეტი...

,,ორი ბავშვი გაიტაცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ”- ქალი ოჯახის 6 წევრს ეძებს

იფათ ზაილერი ოჯახის ექვს წევრს ეძებს. მისი ოჯახის წევრები 7 ოქტომბერს მომხარი თავდასხმის დროს, თავიანთ სახლებში ნირ ოზის კიბუცში, ღაზას საზღვართან იმყოფებოდნენ. იფათი ცდილობდა დაკავშირებოდა მის ახლობებს, უგზავნიდა ტექსტურ შეტყობინებებს, თუმცა დილის 9 საათის შემდეგ მას მესიჯზე პასუხი არ მიუღია. მან  არ იცის ცოცხლები არიან თუ არა. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც ქალს ორი ბავშვით ”ჰამასის” წევრი ხელით მიათრევს, სწორედ იფათ ზაილერის ბიძაშვილის ცოლი და მცირეწლოვანი ბიძაშვილები არიან. ,,შაბათს დილით მივიღეთ ჩემი ბიძაშვილის, ჩემი საყვარელი ბიძაშვილის ვიდეო, სადაც მისი ორი ბავშვი გაიტაცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში და ფოტოებზე, სადაც…

მეტი...

,,ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი”- ღარიბაშვილი

უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე – მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი. ,,პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის…

მეტი...

,,მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო”- ბრალდებული

14 წლის გოგოს მკველობაში ბრალდებული 27 წლის ალიმ ასლანოვი ამტკიცებს, რომ”ცოლი” განზრახ არ მოუკლავს. მისი თქმით, მოკლულის დედა ეუბნენობდა, რომ გოგონა 18 წლის იყო. ,,ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა…  არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო”, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოში. ქორწინების…

მეტი...

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს. რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.

მეტი...

,,ადამიანმა, რომელიც არ არის ,,ჰამასის” მებრძოლი, თამის დას დაურეკა…” – ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს კვლავ ეძებენ

ისრაელში, ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს ეძებენ. დაკარგული გოგოს ახლობელი სოციალურ ქსელში  წერს, რომ გოგონას ოჯახმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ,,მეხუთე დღეა თამი დაკარგულია და ისევ არაფერი ვიცით. მოქალაქეები ღაზადან და ირანიდან, მოქალაქეები და არა ,,ჰამასის” მებრძოლები, რეკავენ თამის ოჯახთან და აშინებენ და ემუქრებიან მათ. ამ ადამიანმა, რომელიც არ არის ,,ჰამასის” მებრძოლი, დარეკა თამის დასთან და უთხრა, რომ ცხოვრობს პალესტინაში და ყველას დახოცავს და რომ პალესტინა იქნება სრულად მათი. მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ უამრავს, მრავალნაირი ფორმით: მესიჯები, ზარები, ვიდეო ქოლები… პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ ამის ატანა მაშინ, როცა ოჯახის წევრი მეხუთე…

მეტი...

ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს, ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში, რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც? – ზურა მხეიძე

ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს და წაიყვანოს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პროფესორმა ზურა მხეიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია კრეატიულობის და შემოქმედებითობის წახალისება. „ანუ, თავიდანვე ჩარჩოს ვუდგენთ, რომ ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში და რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც? აქაც ტრადიცია გვაქვს, რომ ვიღაც იმან აიყვანოს და ამუშაოს“, – განაცხადა მხეიძემ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის, სოლიდარობის ნიშნად, ისრაელში ჩასვლა სურს

ამერიკული მედია AXIOS უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებიდან თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოლიდარობის გამოსახატად ისრაელში ჩასვლა სურს. ოფიციალურმა პირების განცხადებით, ზელენსკის ოფისმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს ვიზიტის კოორდინაციის მოთხოვნით. მათივე თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები წინასწარია და სავარაუდო ვიზიტის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„ველი რომ ისრაელი „ჰამასს“ პროპორციულად უპასუხებს“ – იენს სტოლტენბერგი

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმეისა და სისატიკის გამო მორიგ შეფასებას აკეთებს ნატოს გენერალური მდივანი და მოლოდინი აქვს, რომ ისრაელის მხრიდან პასუხიც შესაბამისი იქნება. „ველი, რომ ისრაელი “ჰამასს” პროპორციულად უპასუხებს, რადგანაც,  ისრაელს უფლება, მსგავსი თავდასხმების დროს საკუთარი თავი დაიცვას. იმედი მაქვს, როდესაც ისრაელის პასუხებს ვნახავთ, ის პროპორციული იქნება. სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  უდანაშაულო სამოქალაქო პირების დანაკარგები ავიცილოთ“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. “ფრთხილად იყავით… ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს“ – ჯო ბაიდენი

მეტი...

“ფრთხილად იყავით… ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს“ – ჯო ბაიდენი

ისრაელზე თავდასხმების გამო აშშ-ის პრეზიდენტი ირანსაც აფრთხილებს. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ირანმა ამ შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და იმეორებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ აქვს. „ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელის თავდაცვის ძალებს. საუბარია  საბრძოლო მასალებზეც, ჩამჭრელ რაკტებებზე „რკინის გუმბათისთვის. უკვე გადავიყვანეთ ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს. მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს – ფრთხილად იყავით“, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი. მისივე თქმით, აშშ აქტიურად იქნება ჩართული ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლების პროცესში.  

მეტი...