აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მათივე ცნობით, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.

,,პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა”, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

მსგავსი თემები