ისრაელში, 23 წლის ბიჭმა ბუნკერში შეგდებული ყუმბარა მოისროლა და სხვები გადაარჩინა

23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანს შორის, რომლებიც 7 ოქტომბერს, თავდასხმის დღეს, ისრაელის სამხრეთით გამართულ ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ. 23 წლის  ჰერშ გოლდბერგ-პოლინის მშობლები შვილს ბოლოს შაბათს დილით ესაუბრნენ.

რეიჩელ გოლდბერგის განცხადებით, შვილმა ერთიმეორის მიყოლებით მისწერა მესიჯები: “მიყვარხარ” და “ვწუხვარ”. გოლდბერგმა მაშინვე სცადა შვილთან დაკავშირებით, თუმცა, ჰერშს  ზარებისა და მესიჯებისთვის აღარ უპასუხია.

გოგო, რომელიც თავდასხმის შემდეგ ბუნკერში ჰერშთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ ბიჭი თავშესაფარში შეყრილი ყუმბარების გარეთ გადაგდებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს დაკარგა მან ხელი.

„ჩვენ ვიცით, რომ ის მძიმედ არის დაჭრილი“, – განმარტა გოლდბერგმა.

ახალგაზრდა ქალმა უთხრა მშობლებს, რომ გოლდბერგ-პოლინი „ფეხზე ადგა, გონება არ დაკარგა – ის ძალიან მშვიდი იყო, არ ყვიროდა და გავიდა ტურნიკით გამოყვანილი მკლავით“, – განმარტა გოლდბერგმა.

ახალგაზრდის მშობლებმა შვილის შესახებ მეტი არაფერი იციან.

მსგავსი თემები