კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი წინ მხვდება ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ნამოქმედარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოა – თეა წულუკიანი

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი წინ სხვდება ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის ნამოქმედარი.

„კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი მუდმივად წინ მხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი (და მე ხშირად არ ვმოგზაურობ), რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო. თუ ეს არ არის პრეზიდენტის მიერ მიყენებული ზიანი თავისივე სახელმწიფოს მიმართ ევროპულ გზაზე, მაშინ რა არის ზიანი, მე აღარ ვიცი. ამიტომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდგომ ყველაფერი უნდა შეფასდეს, ვისი რა წვლილია და ვინ რა გააკეთა, თუმცა სამწუხარო რეალობაში ნამდვილად ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა „იმედი ლაივის“ ეთერში.

მსგავსი თემები