საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

„რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2023 წლის 5 ოქტომბერს მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციის ქვეშ მყოფი რეგიონული სპორტული ორგანიზაციების (კერძოდ დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე) იურისდიქციაში ჩართვის შესახებ წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას. ვინაიდან ეს არღვევს უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მუშაობის შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან, თუმცა ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, ოლიმპიადაზე დაუშვას რუსი სპორტსმენები ინდივიდუალურად, თუმცა ნეიტრალური სტატუსით.

მსგავსი თემები