,,ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო”- ენტონი ბლინკენი

თქვენ შესაძლოა, საკმარისად ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე ამერიკა არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნებით, – ამის შესახებ ისრაელშია ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ,  კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობს.

„ჩვენ ვასრულებთ პირობას. გამარაგებთ საბრძოლო მასალებით რკინის გუმბათის მარაგების შესავსებად, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკვე ჩამოვიდა ისრაელში და დანარჩენი გზაშია. ისრაელის თავდაცვის საჭიროებების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა უზრუნველყოთ, რომ ისინი დაკმაყოფილებული იქნება. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში არის აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები