ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს – Reuters

Reuters- ის ინფორმაციით, ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ. ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული კორიდორის განხსნის შეთავაზება უარყო, Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად მიაწოდა.

კაირო აშშ-სთან განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას.

ღაზას სექტორი მცირე ტერიტორიაა, რომელიც ისრაელს ჩრდილოეთით და ეგვიპტეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სასაზღვრო ზოლში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იგი 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც იქ კონტროლი “ჰამასმა” ჩაიგდო ხელში, ბლოკადაშია მოქცეული.

ეგვიპტე დიდი ხანია ზღუდავს ღაზას მცხოვრებლების შესვლას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ყველაზე სასტიკი კონფლიქტების დროს.

კაირო, ხშირი შუამავალი ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის დაჟინებით ითხოვს, რომ მხარეებმა კონფლიქტები მოაგვარონ თავიანთ საზღვრებში და თქვა, რომ ეს ერთადერთი გზაა პალესტინელებისთვის სახელმწიფოებრიობის უფლებაზე.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ აშშ აწარმოებდა კონსულტაციებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადასასვლელის იდეის შესახებ.

 

მსგავსი თემები