ხვალ ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ხვალ ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში გამართული მოლაპარაკებები, სადაც ბერბოკი ყატარის ემირს შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანს შეხვდა.

გერმანია ჰამასს ოფიციალურად აღიარებს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას.

მსგავსი თემები