ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა – სირიის მედია

სირიის მედია აცხადებს, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია.

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაზიანებული ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.

ისრაელში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი თემები