„ამ ლამაზ ქალს ნოა ჰქვია..ის „ჰამასმა“ მუსიკალური ფესტივალის დროს მძევლად აიყვანა…”- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ აყვანილ მძევალზე წერს. როგორც პოსტშია ნათქვამი, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებულ ნოას დღეს 26 წელი შეუსრულდა.

„ამ ლამაზ ქალს ნოა ჰქვია.. ის „ჰამასმა“ მუსიკალური ფესტივალის დროს მძევლად აიყვანა… დღეს მისი 26-ე დაბადების დღეა. მისი მშობლები გვთხოვენ, რომ ყველამ მივულოცოთ დაბადების დღე იმ იმედით, რომ ეს გზავნილი მასთან მივა და მოძებნის.. გთხოვთ გააზიაროთ,“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი თემები