ქართველები ყველაზე მეტად ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს – პრემიერი

ქართველები ყველაზე მეტად ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას, კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარრშან საკმაოდ უსამართლოდ მოექცნენ ჩვენს ქვეყანას.

„საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას, რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად, მე ამას წინათ აღვნიშნე, რომ არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. მე კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები