ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, 600 000 ადამიანს წყალი არ აქვს

გაერო-ში ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა, რაც სულ 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი თავს გაერო-ს ეგიდით მოქმედ სკოლებში აფარებს“, – ნათქვამია გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

 „სიენენის” ინფორმაციით, 600 000 ადამიანს არ აქვს წყალი, ხოლო 800 000-ზე მეტ ადამიანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვების გარეშე ყოფნის საშიშროება უდგას.

მსგავსი თემები