თბილისში, სინაგოგასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ – სოლიდარობა ისრაელს!

თბილისში, სინაგოგასთან ისრაელის სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ის, რაც ახლა ისრაელის ქალაქებში ხდება, ტერორიზმია, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანები ეწირებიან.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ,,რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები