წალენჯიხაში მოპედის მძღოლი მანქანას შეეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მოპედის მძღოლი საკუთარი სავალი გზიდან საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც მსუბუქ მანქანას შეეჯახა. 55 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები