რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვს შეუტიეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. დაიღუპა 5 და დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიციელები და მედიკოსები.

“მტერმა ესროლა ჩერნიგოვის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით”, – განაცხადა ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მსგავსი თემები